Wednesday, July 4, 2012

საუნდტრეკია ცხოვრების


.
..
...
მელოდია ჯაზია, ჯაზი მელოდიაა..
ჯაზი  რეალობის ირეალური აღქმაა.
ჯაზი ბუნებრივის ზებუნებრივად წარმოდგენაა.
ჯაზი ცხოვრებაა თავისი ეტაპებით, გმირებით, გრძნობებით, ვნებებით..
ჯაზი იდენტობაა, თვითგამორკვევა..
ბიძგია დახვეწილობისკენ
შანსი სრულყოფილებისკენ..
ჯაზი უხილავის ხილვის საშუალებაა..
გონებისა და გრძნობის შერიგების არეალია – მასთან მიმართებაში ეს ორი რამ ერთმანეთს უსმენს და უჯერებს..
ჯაზი ემოციების თვითნებობაა, განცდების სრულყოფა.
ჯაზი დიდი ცხოვრების პატარა სპექტაკლს დგამს და მეს და მესნაირებს ეძებს იმისთვის, რათა მათი წარმოსახვა 'სცენად' გამოიყენოს პატარა 'სპექტაკლის' დასადგამად, სპექტაკლისა, რომელიც ილუზორულია და ამავე დროს რეალური, შეგრძნებების რეალურობიდან გამომდინარე..
ჯაზი საუნდტრეკია ცხოვრების..
...
..
.

No comments:

Post a Comment